Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 

ფორუმი/თქვენი კითხვები/რას მირჩევთ?

რას მირჩევთ?

მყავს 14 წლის გოგონა, რომელიც არის მსუქანი. რომელი დიეტაა სასრაგებლო მისთვის, არ ჭამს პურს. შეიძლება რომ აკრძალოს პური ამ ასაკში და რას მირჩევთ?
| 1 |
askila
ჯგუფი: User
წერილები:15
რეგისტრ.:15 Jul'10
15 Jul 2010, 23:22
მყავს 14 წლის გოგონა, რომელიც არის მსუქანი. რომელი დიეტაა სასრაგებლო მისთვის, არ ჭამს პურს. შეიძლება რომ აკრძალოს პური ამ ასაკში და რას მირჩევთ?
თაკო
ჯგუფი: User
წერილები:1
რეგისტრ.:14 Jul'10
16 Jul 2010, 21:41
პურის აკრძალვა არ არის საჭირო, ცომეული არ მიირთვას სჯობს. 1-2 ნაჭერი პური დღეში სავსებით საკმარისი და კარგია, აუცილებლად ცალკე, კარაქიანი პური ძალიან კარგი იქნება, არავითარ შემთხვევაში ჩაისთან ან სხვა საკვებთან...

თუ მისთვის სერიოზული დატვირთვაა 6ის მერე არ ჭამა, სჯობს ბოლო საკვები მიიღოს დაძინებამდე 4 საათით ადრე...

ვახშამი მსუბუქი სჯობს რა თქმა უნდა...

ეცადეთ ყველაფერი ჯანმრთელი აჭამოთ, არავითარ შემთხვევაში შემწვარ-მოხრაკული, ყველაფერი მოხარშული, ამასთანავე ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქდები ყოველთვის ცალ-ცალკე უნდა მიიღოს და არა ერთად (რადგან ორგანიზმი ვერ ამუშავებს ერთად, როგორც პურსა და ხორცს)...

ბევრი სითხე და მეტი მოძრაობა...

ეს ყველაფერი ჯანმრთელი ცხოვრების წესია და წარმოიდგინეთ ამას ყოველთვის რომ ვასრულებდეთ სრულიად ჯანმრთელნი ვიქნებოდით, კვება ყველაფრის საწინდარია, როგროც კარგის, ასევე ცუდის...

წარმატებები... )
| 1 |
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია