Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 

ფორუმი/საიტის შეხებ/როგორ მოვემზადოთ დიეტისთვის ფსიქოლოგიურად

როგორ მოვემზადოთ დიეტისთვის ფსიქოლოგიურად

| 1 |
aniiiiiiiii
ჯგუფი: User
წერილები:12
რეგისტრ.:23 Jun'10
23 Jun 2010, 16:24
სანამ დიეტას დავიწყებდი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გადავქექე ინტერნეტი და ჟურნალები, ვეძებდი რამე საინტერესოს, ისეთს რის შემდეგაც არ გამიჭირდებოდა დიეტის ბოლომდემ იყვანა. დაწყება ყოველთვის მიადვილდებოდა, მაგრამ მაქსიმუმ 2-3 დღე და მერე შემომერღვევინებოდა ხოლმე ) ამასთან ერთად ნერვოზს ვიკიდებდი და სულ ვჩხუბობდი. მერე ერთ-ერთ საიტზე (სამწუხაროდ არ მახსოვს თორემ პირდაპირ ლინკს მოგცემდით) წავაწყდი ესეთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც დამეხმარა ჩემი პრობლემის მოგვარებაში. მე ფსიქოლოგია ბევრ რამეში მეხმარება საერთოდ და ვინმეს კიდე თუ გამოადგება ეს ტესტი გამიხარდება მოკლედ ვიწყებთ...



aniiiiiiiii
ჯგუფი: User
წერილები:12
რეგისტრ.:23 Jun'10
23 Jun 2010, 16:44
დაფიქრდით, რა კარგია როცა ლამაზი ტანსაცმელი გაცვია და მათ ყიდულობ არა ზომის, არამედ სილამაზის და მოდის მიხედვით, დიდი ხნის უნახავ ნაცნობს რო ნახულობ და კომპლიმენტს გეუბნება, რომელიც დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილია და არა გულის მოსაგები და რო დაემშვიდობები არ გაიფიქრებს, ეჰ საწყალიო ) ასეთი მრავალი წვრილმანი შეიძლება მოოვიფიქროთ ჩვენი ცხოვრებიდან, პატარ-პატარა ოცნებებივით და დავფიქრდეთ რა გვიშლის ამ ბედნიერებაში ხელს.

ამიტომ 1) პირველ რიგში ვიღებთ პატარა რვეულს ან ბლოკნოტს, რაც იქნება ჩვენი დიეტის ერთგვარი დღიური დღიურის წერას კი ამ სამი კითხვით ვიწყებთ: 1) რა გვიშლის ხელს სასურველის მიღწევაში. 2)საკუთარი სურვილია თუ სხვებისგან თავმოხვეული 3) ცხადად თუ წარმოგვიდგენია რას მოგვიტანს სანუკვარი ოცნება.

იმის გაფრთხილება ალბათ არავის ჭირდება, რომ დღიურთან უნდა ვიყოთ 100%-ით გულწრფელები.



2)ამის შემდეგ უნდა დავწეროთ კონკრეტული გეგმა. მაგალითად: მინდა დავიკლო 1 თვეში 10 კილოგრამი. აუცილებელია მივუთითოთ სწორი კვების (და არა დიეტის, სასურველია თუ ამ სიტყვას ამოვიღებთ ლექსიკონიდან, რაც მე ვერ შევძელი, მიჩვეული ვარ და... ) ბოლო დღე. მაგალითად: მე სასურველი შედეგის მიღწევა მინდა 20 ივლისამდე.



3) და ერთ-ერთი უმთავრესია სიტყვიერი სავარჯიშო რომელიც სასურველია ყოველ დღე ვუთხრათ ჩვენ თავს სარკეში, თუნდაც ჩურჩულით და ეს დაახლოებით ასე ჟღერს: "რა ლამაზი ვიქნებოდი, რა ლამაზ სამოსს ჩავიცვამდი რომ გავხებოდე, როგორ გამომაყოლებდნენ თვალს ზოგ-ზოგიერთები" და ასე შემდეგ...



4) აუცილებელია თავში ჩავიბეჭდოთ რიცხვი, რომელიც ზემოთ მივუთითეთ და სულ ვიფიქროთ : " დღეს 20 ივლისია, 10 კგ დავიკელი, ესეიგი მიზანს მივაღწიე. მიმზიდველად და მოხდენილად გამოვიყურები, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, სხვათა შორის მგონი ჩემი დანახვა სხვებსაც სიამოვნებთ, რამდენი კომპლიმენტი მივიღე?! თან მამაკაცებისგან. მაგარია!!!



5) თვე დავყოთ კვირებად და ჩავიწეროთ კონკრეტული გეგმა: მაგ: ორშაბათი 2 კმ. სირბილი, სამშაბათი ნახევარი საათი ცეკვა, ოთხშაბათი ნახევარი საათი ჰულა-ჰუპი...

და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი წონაში კლების პერიოდის შუა გზაზე მიტოვებას, ჯობს გეგმა ჩავასწოროთ ან დიეტა თუ არ მოგვწონს ის უბრალოდ შევცვალოთ.

aniiiiiiiii
ჯგუფი: User
წერილები:12
რეგისტრ.:23 Jun'10
23 Jun 2010, 16:47
ვინმეს შეიძლება სისულელედ მოწჩვენოს, მაგრამ დამიჯერეთ ფსიქოლოგია ყოველთვის ამართლებს



წარმატებებს გისურვებთ ყველაას :*
MaRiKuNaAaAaAaA
ჯგუფი: User
წერილები:1
რეგისტრ.:24 Jun'10
24 Jun 2010, 12:10
მართლა ძალიან კარგი სიახლეაა მთავარი ფსიქოლოგიაა
anastasia.
ჯგუფი: User
წერილები:5
რეგისტრ.:17 Jun'10
24 Jun 2010, 14:32
აუ რა მაგარიააა..მე ფსიქოლოგი მართლა მჭირდება მარა დასაწყისისთვის ესაც ძაან მაგარია..მე დიეტის დროს მოკლე შორტზე,სარაფნებზე და "იმაზე" ვფიქრობ ხოლმე და ძაან მეხმარება..მთავარია სახლში არ გამიგონ დაა
Natalli
ჯგუფი: User
წერილები:15
რეგისტრ.:04 Feb'10
27 Jun 2010, 15:11
ჩემო კარგებო, ფსიქოლოგიური მომენტების შესახებ წაკითხული მაქვს დაახლოებით ერთი მილიონი სტატია, რომლებიც რატომღაც ჩემს ფსიქოლოგიაზე არ ჭრიან. ვთვლი რომ ყველაზე რთული მომენტია როცა გეწყება food craving ანუ ლომკები. როცა ლომკები მეწყება, არც სარაფნები მანაღვლებს და არც წონის გამო დეპრესიები მახსოვს. ერთი პროდუქტის ლომკებს რომ დავიკმაყოფილებ ხოლმე, მერე მეორე მეწყება და ასე შემდეგ. თქვენ რამე მეთოდები ხომ არ გაქვთ ლომკების წინააღმდეგ? ეჰ, რა დრო იყო, ბავშვობაში ძალით რომ დამსდევდნენ ხოლმე ჭამე ჭამეო
aniiiiiiiii
ჯგუფი: User
წერილები:12
რეგისტრ.:23 Jun'10
27 Jun 2010, 18:31
რავიცი ლომკა არასდროს მქონია სიმართლე თუ გინდათ, არ ვიცი ნამდვილად.
aniiiiiiiii
ჯგუფი: User
წერილები:12
რეგისტრ.:23 Jun'10
27 Jun 2010, 19:36
ალბათ ეგეთ შემთხვევაში უნდა დაიცვათ ან კალორიების დიეტა და რისი ლომკაც გექნებათ კალორიებით დათვალოთ და ან საათობრივი როა, მანდ ხილიცაა, ვაშლიც, სოსისიც, შოკოლადიც და რავიცი მეტი რა უნდა მოუნდეს ადამიანს დიეტის დროს
MAKUSUNA
ჯგუფი: User
წერილები:4
რეგისტრ.:18 Jan'10
28 Jun 2010, 11:20
გაიხარე ანიიიიიი ჩემო კარგო როგორ დამეხმარე ფსიქოლოგიურად შენ ხომ არ იცი ,დგეიდან ვაპირებდი დიეტის დაწყებას და აი...ყველაზე დიდი სტიმული მომეცი...ხოდა ვიწყებ.....ერთმანეთი გავამხნევოთ რაააა,გკოცნით გოგოებო
aniiiiiiiii
ჯგუფი: User
წერილები:12
რეგისტრ.:23 Jun'10
28 Jun 2010, 17:07
ვაიმე ძალიან გამიხარდა თუ დაგეხმარე რამეში მაინც )) აბა შენ იცი... წარმატებებიი :*
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
28 Jun 2010, 21:10
მე პირველი დღე მიჭირს ყველაზე მეტად..დღეს მეორე დღეა რაც ლიმნიან წყალზე ვარ და შედეგს რომ ვხედავ სტიმული მემატება..წარმატებები გოგოებო,გაუძელით და შედეგიც გექნებათ
aniiiiiiiii
ჯგუფი: User
წერილები:12
რეგისტრ.:23 Jun'10
29 Jun 2010, 03:33
აუუ ყველას მაგას ვეუბნებიიი ტყუილად შიმშილობთ ამ რაღაც სითხეებით, რამე მარტივი დიეტა აიღეთ მაგას ჯობს ბევრად. კუჭს გაინადგურებთ, არ შეიძლება ეგრე და თან მერე მალევე აკრიფავთ წონას.
niniko25
ჯგუფი: User
წერილები:3
რეგისტრ.:30 Jun'10
01 Jul 2010, 21:41
გამარჯობატ გოგოებო, გირჩევთ ერთ რჩევას რომელიც მე მეხმარება ,როვა დიეტაზე ვდგები. ეს არის სამზარეულოსჰი ტრიალი .მარტალია მე არ ვცჰამ კერზებს,მაგრამსხვას ხო ვანიცჰებ ცჰემი ნახელავისთ სიამოვნებას და კმაყოფილი ვარ ხოლმე და სჰედეგსაც ვიგებ. სცადეთ პქვენც და იქნებ გაგიადვილდეტ ანუ ტქვენ ფსიქიკას გამოცდით თუ რამდენად ძლიერები ხართ.
niniko25
ჯგუფი: User
წერილები:3
რეგისტრ.:30 Jun'10
01 Jul 2010, 21:41
გამარჯობატ გოგოებო, გირჩევთ ერთ რჩევას რომელიც მე მეხმარება ,როვა დიეტაზე ვდგები. ეს არის სამზარეულოსჰი ტრიალი .მარტალია მე არ ვცჰამ კერზებს,მაგრამსხვას ხო ვანიცჰებ ცჰემი ნახელავისთ სიამოვნებას და კმაყოფილი ვარ ხოლმე და სჰედეგსაც ვიგებ. სცადეთ პქვენც და იქნებ გაგიადვილდეტ ანუ ტქვენ ფსიქიკას გამოცდით თუ რამდენად ძლიერები ხართ.
nimpi
ჯგუფი: User
წერილები:21
რეგისტრ.:12 Apr'10
04 Jul 2010, 00:10
niniko25 შენ ჩემნაიროოოო))))))))))))))))) სახში მე მიწევს ისედაც სადილების კეთებაა.სასიკვდილო დიეტებს ვიცავ და ამ დროს უგემრიელეს კერძებს ვაკეთებ თითქმის ყოველდღე და უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს კმაყოფილები რომ მიირთმევენ ჩემს ნახელავს.ნებისყოფაც უძლიერესი გამოვიმუშავეე))რაც შეეხება ფსიქოლოგიას სულ არ მინდა ეგ რვეული ისედაც ყოველდღე მაგაზე ვფიქრობ
a.n.a.
ჯგუფი: User
წერილები:7
რეგისტრ.:21 Nov'09
05 Jul 2010, 01:32
მე მეგონა მხოლოდ მე მიყვარდა დიეტის დროს სამზარეულოში ფუსფუსიიიიი))))))))) და ამ დროს დიეტის გატეხვის სურვილიც კი არ მიჩნდებაააა))) ანი გაიხარე, კარგი რჩევები იყოოოო.
aniiiiiiiii
ჯგუფი: User
წერილები:12
რეგისტრ.:23 Jun'10
05 Jul 2010, 02:01
მადლობა მადლობა ყველას. მიხარია დადებით პოსტებს რო ვკითხულობ აუუ სხვათაშორის მეც ეგრე ვარ... საერთოდ ნებისმიერ საქმეს მირჩევნია სამზარეულო, ბავშვობიდან ეგრე ვარ მარაა დიეტის დროს რატომღაც მეც მიმძაფრდება ხოლმე, ეხლა მივხვდი თქვენი პოსტების მერე )))) მიხარია ჩემნაირები რო ვიპოვე ))))
qitunia
ჯგუფი: User
წერილები:1
რეგისტრ.:05 Jul'10
05 Jul 2010, 11:42
გამარჯობათ გოგოებო,ზაფხული მოვიდა და გახდომის სურვილმაც იმატა ხოოძალიან რთულია ზედმეტი კილოგრამების ყურება,,3 წლის წინ 3 თვეში მოვიმატე 25 კილოგრამი,,ამან ისეთ დეპრესიაში ჩამაგდო მთელი წელი არავისთან არ დავდიოდი,ნაცნობ-მეგობრებთან სულ შევწყვიტე ურთიერთობა,მაგრამ მერე მივხვდი რომ ეს კიდევ უფრო მიმძიმებდა მდგომარეობას,,ჩემზე მსუქნებიც არიან და ეს არაა ცხოვრების დასასრულიეხლა ძალიან მინდა დავიკლო,მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნის,რომ ვუყურებ ჩემ ძველ ფოტოებს სადაც გრძელი და გამხდარი ფეხები მქონდა გული მწყდება რომ შორტებს ვეღარ ვიცმევ, ვიცმევ მაგრამ აღარ მომწონს ჩემი სხეული...
| 1 |
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია