Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 18237 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 109372 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 359323-ჯერ
ინფორმაცია მზადების პროცესშია

კალორია არის ენერგიის საზომი ერთეული. 1 კალორია არის ის ენერგია, რომელიც საჭიროა 1 კგ წყლის 1 გრადუსით გასათბობად.
1 კალორია = 4.184 ჯოული
1 კილოკალორია = 1000 კალორია.

1 გრამი ცხიმი შეიცავს 9 კილოკალორიას, ხოლო 1 გრამი ნახშირწყლები და 1 გრამი ცილები – 4 კილკალორიას.

დღის განმავლობაში მისაღები კალორიები უნდა მოდიოდეს ცილებზე, ცხიმებზე და ნახშირწყლებზე შემდეგნაირად:
ცილები - 30%
ცხიმები -15-20%
ნახშირწყლები - 45-50%
მაგალითად, თუ თქვენ დღეში იღებთ 1500 კკალორიას, მაშინ  ცილების სახით უნდა მიიღოთ დაახლოებით 450 კკალ, ცხიმების სახით 225-300 კკალ ხოლო ნახშირწყლების სახით - 675-750კკალ

კალორიების შემადგენლობა საკვებ პროდუქტში:

ნახვები:79104
ნახვები:58653
ნახვები:39622
ნახვები:27881
ნახვები:34945
ნახვები:46230
ნახვები:28320
ნახვები:30765
ნანახია 359323-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(210):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
18.08.09 21:48 iako1715
ბიჩებს თქვენი აზრით მართლა არ მოსწონთ ძალიან გამხდარი გოგოები???: ))
11.08.09 22:29 QeToO
მემგონი კალორიების დათვლა მართლა ეფექტური იქნებაა... უნდა ვცადო აუცილებლად...
11.08.09 22:23 QeToO
...
11.08.09 02:16 TOKO
იაკო1715 ჩონჩხი ნაღდად არ იქნები ნორმალურ ტანზე იქნები
10.08.09 22:29 siame
ნახე კოლოფზე ეწერება კალორია.... ისე წესის არ უნდა ასუქებდეს.. მე როგორც ვიცი ანანსი ცხიმებს წვავს :)
10.08.09 20:52 loveway
ანანასის წვენი ასუქებს?
10.08.09 19:08 siame
ნეტა ერთ კოვზ შაქარში რამდენი კალორიაა? ან ერტ კოვზ თაფლში
10.08.09 19:01 loveway
აუ ანანასის წვენი ასუქებს?? სანდორასი, დღეს მგონი1 ლიტრი დავლიე, მაგრად მიყვარს :(
10.08.09 17:55 siame
ყველაზე მეტად ასუქებს გაზიანი ტკბილი სასმელები .... მერწმუნეთ კოკა -კოლაც და სხვა გაზიანი სასმელებიც ჯობია მინერალური უგაზო წყლით შეცვალოთ.. მიტუმეტეს დიეტის დროს :)
10.08.09 14:24 asmatuna
ანუკა92 არ დაგვიდებ დიეტებს?:(
10.08.09 13:31 sopi
ვაიმე ეხლა ვნახე კარგად კოკა-კოლა და პეპსი ლაითები 0ქულაა :D აუუუ მე კიდევ თავს ვიკლავდი ამ უგემური მინერალური წყლებიიით :D ვაიმეე რა კარგიაა :D აუ tatuka-7 გეხვეწები მითხარი კიდევ რამე თუ იცი მაგ ბორმენტალზე და წყარო ხომ სანდოა? :)))
10.08.09 13:03 sopi
tatuka-7 აუ 4ჯერ ძაან ბევრია, თან 6საათამდე :( ვაახ მაინც მაგარია, მართლა აკრძალვის გარეშეა, უნდა ვცადო. გაიხარე შენ :)
10.08.09 12:31 tatuka-7
და აუცილებლად უნდა ჭამო დღეში 4ჯერ მინიმუმ.
10.08.09 12:27 tatuka-7
ოღონდ ეგრე არაა :P დღის განმავლობაში 30% ცილა უნდა მიიღო. თითქმის ყოველდღე უნდა ჭამო ხორცი. უნდა გაანაწილო რაა, ხორცი, ბოსტნეული, ხილი... ცოტცოტა ყველაფერი :)მაგარია ძან, მე ვაკეთებდი ზუსტად და 1კვირში 3 კილო დავიკელი. მერე ავურიე :D
10.08.09 12:23 sopi
ვაახ მაგარი ხარ tatuka-7, რამდენი ხანია ეს ცხრილი მაინტერესებდა :) ისე კაია არა? ხაჭაპურს შეჭამ გადასარევად, კიდევ რამეს დააყოლებ განსააზღვრულ ქულამდე და ეგაა :) ვაახ კაია ძაან. ეხლა სწრაფად მინდა რამდენიმე კილოს დაგდება და მერე უეჭველი ეს. კრემლს აშკარად ჯობია :)
10.08.09 12:00 tatuka-7
ეს არის ბორმენტალის კალორიები :)
10.08.09 11:59 tatuka-7
კ/კ-თა რაოდენობა 100 გრამ პროდუქტში:

პურეული
1. "ბატონი" თეთრი—235
2. “ბოროდინო”—201
3. ჩვეულებრივი თეთრი—226
4. ჭვავის - 214
5. ტოსტის -305

ყველი
1. ჰოლანდიური—357
2. შვეიცარული—335
3. სულუგუნი -260
4. იმერული -240
ჭადი-162
ღომი -82
კვერცხი—1 ც. - 60

ბურღულეული
1. წიწიბურა—325 (უმი 100გრ.= მოხარშული 300 გრ.)
2. ბრინჯი -320
3. მაკარონი—321
4. შვრია (ჰერკულესი)—337
5. ფქვილი (პურის)-325

თხილი
1. არაქისი—443
2. ნიგოზი—425
3. ნუში—452

თევზი
1. ბელუგა—131
2. კილკა—95
3. სიომგა—186
4. კეფალი -124
5. ლოსოსი---144
6. ტუნეცი—99
7. კალმახი -150

ჩირი
1. ქიშმიში—277
2. შავი ქლიავის—227
3. ვაშლის---238
4. გარგრის—285
5. კოკა-კოლა ლაითი—0
6. პეპსი -ლაითი -0

ნამცხვრები
1. კექსი ქიშმიშით—46
2. ვაშლის ნამცხვარი—236
3. სიგარეტები—361
4. მოხარშული კრემი (სამარხვო)—202
5. თაფლის კვერი—356
6. პეჩენია - 417
შაქარი—405
თაფლი-308
ზეთი—889
მაიონეზი—627
კარაქი—659
„დაჩა“—540
მარილი---0
კაკაო—373
მდოგვი—162
კეტჩუპი—102

ბოსტნეული
1. კომბოსტო—24
2. ყვავილოვანი—22
3. კარტოფილი-90
4. ახალი კარტოფილი-36
5. სტაფილო-27
6. ჭარხალი-37
7. ხახვი-22
8. ნიორი—89
9. კიტრი—18
10. პომიდორი-17
11. ბულგარული-22
12. მწვანე სალათის ფურცელი—11
13. გოგრა—28
14. კამა-26
15. ოხრახუში-41
16. ლობიო-268
17. სოიო-322
18. ზეთისხილი(მწვანე)—334
19. ზეთისხილი(შავი) -348

ხილი
1. ბალი-52
2. გარგარი-44
3. ფორთოხალი-33
4. საზამთრო—33
5. ბანანი—60
6. ყურეძენი—69
7. ალუბალი-47
8. ბროცეული-52
9. გრეიფრუტი--35
10. მსხალი—31
11. ნესვი-25
12. ლეღვი—62
13. კივი—46
14. მარწყვი—28
15. მანდარინი-32
16. ატამი-44
17. ვაშლი-44
18. ქლიავი-50

ხორცი
1. ძროხის გულ-მკერდი—258
ცხიმიანი-202
ბეჭი-182
მჭლე-148

2. ხბო — ამონაჭერი -94
ბეჭი—105
3. ღორი-ცხიმიანი—336
მჭლე—148

4. ღვიძლი: ძროხის—96
ხბოს -96

5. ენა-ძროხის –112

6. ქათმის ხორცი -95
ღვიძლი—92
გული—94
კუჭი-95
ლორი--242
სოსისი, ძროხის—124
ღორის—332
საექიმო-221

ძეხვი: დიეტური—158
საექიმო—260
ღორის ნეკნები—291

კერძები:
1. ჩაქაფული-70
2. საცივი-130
3. ნიგვზიანი ბადრიჯანი-222
4. ბაჟე—156
5. ტოლმა—70
6. ხინკალი 1ც—70
7. ხორციანი ბლინი-77,3
8. ჭარხლის ფხალი—72
9. ისპანახის ფხალი—53
10. ნიგვზიანი ლობიო---170
11. კალმახი ორცხობილაში—417
12. შუპი-18
13. ბორშჩი---11,2
14. კოტლეტი—150
15. აჯაფსანდალი—44.2
16. ხაჭაპური—222

დღეში უნდა დააგროვოთ 650-დან 1050 კ/კალ გასახდომად და 2000 კ/კალ შესანარჩუნებლად. სასურველია პროდუქტი აწონოთ სპეციალურ სასწორზე. ამასთან შეგიძლიათ ისარგებლოთ პროდუქტის ქილებზე წარწერილი კალორაჟით.




07.08.09 15:48 animari
აუ მე მგელივით მაქვს მადა ბულემია მჭირს მგონი... სულ ვჭამ მშია თუ არ მშია, დგე და გამე ვჭამდიიი :( და დამაჯდა ტრაკი :(
07.08.09 15:46 animari
გოგოებო ეს ცხრილი საეჭვო რეპუტაციისაა და თუ ზუსტი და კარგი ცხრილი გინდათ დიეტა.რუ ზე შედით... დაწვრილებითაა იქ ყველაფერი
07.08.09 15:22 iako1715
გამარჯობათ! მე ვარ 15 წლის,ადრე ვიყავი ცოტა პუტკუნა და დავიწყე შიმშილი.ეხლა ძალიან გაცხდი ყველა ამას ამბობს უკვე ჩონჩხს გავხარო,მაგრამ მე მაინც მინდა კიდევ დაკლება... ვარ 167 სიმაგლეში და 50კილო ...100კალორიას დზლივს ვიგებ დედაცჰემი მატენის...:( 40 მაქვს გემოგლობინი და მინდა რომ 45 კოლომდე ჩამოვიდე და მირცჩიეთ რა რამე...უბრალოდ ერტი დადებითი რაც არის ის მაქვს,რომ რომც მოვიმატო ფეხები მუდამ ძალიან გამხდარი მაქვს... დამეხმარეთ რაა))) მიუხედადვად იმსა რომ ჩონჩხად მტვლიან მე კიდევ მინდა გახდომა:( დედაჩემი დილით მოხარშულ Kვერცხ მაცჰმევს ახდუნებსო და მარტალია?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია