Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 18941 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 110489 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 40040-ჯერ
როგორ დავძლიოთ დიეტის პირველი სირთულეები რა ფსიქოლოგიური განწყობა უნდა გქონდეთ რათა არ გაგიჭირდეთ დიეტის დაცვა

თავიდან როგორც წესი რთულია დიეტის მოთხოვნების დაცვა , მით უმეტეს როცა ორგანიზმი მიჩვეულია კვების განსხვავებულ რეჟიმს და უწევს ახალი რეჟიმის შეგუება , როცა მას არ მიეწოდება საკმარისი საკვები.

რა ფსიქოლოგიური მეთოდებით და თვით შეგნებვით უნდა შევიოკავოთ თავი?
მე პირადად ხშირად ვფიქრობდი თუ რა შედეგს მომიტანს დიეტა, რით ვიქნები უკეთესი იმ ხალხზე ვინც დიდი წონით გამოირჩევა , ვაანალიზებდი სტატისტიკას იმ ცნობილი  სახეების, ვინც გამოირჩევა სიმსუქნით..ვაყენებდი ჩემს თავს საპირისპირო პოზივციაზე და ვფიქრობდი რა უარყოფითი იმიჯი შეიძლება მქონდეს მე როცა მე მაქვს არა ნორმალურად დიდი წონა...

მივედსი შემდეგ დასკვნამდე. ადამიანი რომელმაც იცის რო მისი დიდი წონა იწვევს არა სიმპატიებს გარემოცვაში , ეს უშლის ხელს მის იმიჯს როცა ეს სიმსუქნე ხდება საზოგადოების სხვა წევრების საუბრის თემა, როცა ამ საკითხის მუდმივი მუსირება ოჯახშიც კი ქმნის გარკვეულ უხერხულობას, მაშინ ადამიანმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება რომ განშოირდეს ამ სენს , მოიყვანოს საკუთარი თავი წესრიგში, გახდეს ჯანმრთელი და დაუმტკიცოს ირგვლივ საზოგადოებას რომ მას ეს შეუძლია..

მე როცა ვუყურებდი ქართულ საზოგადოებაში მოღვაწე რამდენიმე ძალზედ მსუქან წარმომადგენელს , სულ ვფიქრობდი რომ თუ ისნი ვერ ახერხებენ გახდომას, მაშინ ისინი სუსტუი ნებისყოფის ხალხია და შესაბამისად მათი საზოგადოებრივი კარიერაც არ უნდა იყოს წარმატებული, ადამიანი რომელიც საზიოგადოებას ვერ აჩვენებს მის სულიერ და მორალურ სიძლიერეს პოლიტკაში არ უნდა იყოს,

როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანმა ისარგებლოს ავტორიტეტით თუ ის აღიარებს რომ უნდა გახდომა მაგრამ ვერ ახერხებს ამას ვინაიდან ნებისყოფა არ ყოფნის ამისათვის....

სწორედ ასეთიო პოზიციიდან მივუდექი ჩემნს დიეტას მე დავუმტკიცე პირველ როგში ჩემს თავს ჩემს ოჯახს და საზოგადეოვბას რომ მე ძლიერი ნებისყოფა მაქვს რომ მე უფრო მაღლა ვდეგევარ ჩემი ნებისყოფით ვიდრეს სხვა მსუქანი ადამიანები რომელბიც ამას ვე ახერხებენ...

თუ ადამიანი ამ ფსიქოლოგიურ განწყობას შეინარჩუნებს მისი წარმატება გარადუვალია..
გისურვეთ მკაცრ ნებისყოფას და წარმატებებს ..მე ახალი ცხოვრება დავიწყე უკვე 3 წელია და ვარ ნამდვილად უფრო ბედნიერი ვიდრე ვიყავი მანამდე.

german
ნანახია 40040-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(86):

1 2 3 4 5
18.11.09 15:38 fleur
ფიქრია, უბრალოდ არ შეიძლება ერთი და იგივე რამის დაწერა 5ჯერ. აქ არის რუბრიკები დიეტები და ასევე არის რეკლამის განტავესება და შეგიზლია იქ დაწერო და ყველა ნახავს. არაა საჭირო ერთი და იგივე რამის დაწერა 1000ჯერ. ასევე არის უფასო საიტი http://www.gancxadebebi.ge/ და შეგიზლია აქ განათავსო. ბევრი მომხმარებელი ყავს და ზოგადად მარკეტინგის ტვალსაზრისით, რეკლამის განტავსებასთან ერთად ჯობია ერთი-ორი ეფექტური რჩევა მისცე გოგოებს შენი გამოცდილებიდან გამომდინარე და ეგრე უფრო დაინტერესდებიან ვიდრე ერთი და იგივე წერო. ნუ ეს რჩევის სახით. წარმატებები
18.11.09 15:29 pikria_5
FLEU ახლა წავიკითხე შენი კომენტარი და გადასარევ კომენტარს წერ,რაც ჩემს საქმეს შეეხება ვინც ამის შედეგები იცის აგრესიაც არ აქვთ,,მგონი იმაზე ცუდს არ ვწერ რაც აქ შეიდლება წაიკითხო ხანდახან,ჭკვიანი გოგო ჩანხარ და რატო გიჭამ ტვიინს? ვინც გიზინდებით ნუ ტაიკითხავთ .
18.11.09 14:53 fleur
მეც, ვეთანხმდები ამ სტატიას აფსოლიტურად, მარა გააჩნია რომელ დიეტას იცავთ. აი აქ ნახეთ რამდენი კომენატარია, დავიკელი და მოვიმატე და რა ვქნა? ან წელისადში 7ჯერ ვიცავ ამ დიეტას. ადამიანები ფიქრობენ რომ თუ დიეტის დროს შეწამენ 1 ვაშლს კატასტროფაა და დიეტის მერე იმდენ ნამცხვარს ჭამენ, გეგონება ის ერთი ვაშლი იმ დროს დანაშაული იყო. ანუ განა უნდა განსხაზღვრო ცხოვრება ეხლა არაფერს ვჭამ და მერე სულ ვჭამ. თუ წონის პრობლმეა გაქვს, მთელი ცხოვრება უნდა აკონტროლო და შეზღუდო რაგაცეები. ფსიქიურადაც მშვიდად იქნები და ორგანიზს არ დაიავადებ. რაც მტავარია აგარ მოიმატებ. თუ ერთი დიეტით დაიკელი და იშიმშილე მაშინ კიდე მოიმატებ რომ დაიწკებ ჭამას. აი ნახეთ ეს სტატიაც.დიეტოლოგტან არის ინტერვიუ.

დიეტისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადეთ

2009-11-11 16:49:07

თითქმის ყველა ქალის, და არა მხოლოდ ქალის, პრობლემა ზედმეტი წონაა. ასე თუ ისე ცდილობენ დიეტა დაიცვან და წონა შეინარჩუნონ. ფსიქოლოგი ქეთი ჩხეიძე ფიქრობს, რომ დიეტა სწორად უნდა იქნას შერჩეული, რადგან არასწორმა და თვითგამოწერილმა დიეტამ შეიძლება, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ჯანმრთელობის პრობლემებიც წამოჭრას.



ქეთი ჩხეიძე, ფსიქოლოგი:

– ძალიან ბევრი ქალის, და არა მხოლოდ ქალბატონების, პრობლემა წონას უკავშირდება. ხშირად ადამიანები მთელი ცხოვრება დიეტას იცავენ და საკუთარ ორგანიზმს ამით აზიანებენ. აუციელებელია დიეტა სწორად და კარგად იქნას შერჩეული.

– რა იწვევს ორგანიზმში ცხიმიანობის მომატებას?

– ზედმეტი წონის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ძალიან დიდ ფაქტორს თამაშობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. შეიძლება ადამიანი ნერვიულობისაგან იმხელა წონის გახდეს, რომ თვითონვე გაუკვირდეს. აქედან გამომდინარე, წონის მომატება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

– მოქმედებს თუ არა ფსიქიკაზე ხშირი დიეტები?

– როგორ შეიძლება, რომ ხშირმა დიეტებმა არ იმოქმედოს ფსიქიკაზე. წარმოიდგინეთ, ადამიანი იმას ვერ ჭამს, რაც ძალიან უნდა, მაგრამ დიდი სურვილი აქვს შეჭამოს. განუწყვეტლივ ებრძვის საკუთარ თავს და ნებისყოფას ცდის. მართალია, იმდენიც არ უნდა ჭამოთ, რომ ძალიან მოიმატოთ, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ადამიანი უნდა ჯდებოდეს თავის იდეალურ წონაში.

– რას ნიშნავს იდეალური წონა?

– იდიალური წონა – ეს ის წონაა, რომელშიც ყველა ადამიანი უნდა ჯდებოდეს, სიმაღლე უნდა შეეფარდებოდეს ჩვენ წონას. ამას ჰქვია იდეალური წონა.

– როგორ უნდა შევინარჩუნოთ იდეალური წონა?

– ბევრი ადამიანი დიეტას იწყებს იმისთვის, რომ დაიკლოს, თუმცა ის არ იცის, რომ დიეტა თუ არ გათვალა და ხვალ შეწყვიტა, ხვალ შეიძლება საგრძნობლად მოიმატოს. ადამიანმა თვეში 3–4 კილოს მეტი არ უნდა დაიკლოს. თქვენ წარმოიდგინეთ არიან ადამიანები, რომლებიც თვეობით იცავენ დიეტას, ცდიან თავიანთ ნებისყოფას და ბოლოს მიდიან იმ შედეგამდე, რომელზეც არც კი ფიქრობენ. სიმსუქნის მკურნალობა უნდა დავიწყოთ იმ კუთხით, რომ ადამიანმა თანდათან უნდა დაიკლოს და არა უცებ.

– როგორ უნდა გავთვალოთ დიეტა?

– არის ადამიანი, რომლისთვისაც დიეტა საერთოდ არ შეიძლება. როცა არის ენდოკრინოლოგიური პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები, მაშინ დამიჯერეთ, ის ადამიანი, რომელიც დიეტას დაიცავს გმირია. ყველაზე კარგი დიეტა მაშინაა, რომელიც აკრძალვების გარეშე მიმდინარეობს და ადამიანი ჭამს იმას, რაც მას სჭირდება.

– როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა, რომელსაც ნივთიერებათა ცვლის პრობლემები აქვს?

– ფარისებრი ჯირკველები და ჰორმონალური დარღვევა ხშირად იწვევს წონაში მომატებას, ასევე ხერხემლის პრობლემებიც იწვევს გასუქებას. ამას მკურნალობა სჭირდება და არა დიეტის დაცვა. ეს არის ნებისყოფის ბოროტად გამოყენება, ფსიქიკა იმდენად ზიანდება, რომ კონტროლს ვეღარ უწევენ საკუთარ თავს. ყველაზე ცუდი ფაქტორი ისაა, რომ მათ უჭირთ საკუთარ თავთან გამოტყდომა და ამბობენ, რომ არ ჭამენ, თუმცა იმაზე მეტად ჭამენ, ვიდრე უწინ.

– როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ ყველაფერს?

– თუ არის ფარისებრი ჯირკვლების პრობლემა, ვუმკურნალოთ ფარისებრ ჯირკვლებს და არა დიეტა დავიცვათ. დიეტა უნდა იყოს ისე შერჩეული, რომ ადამიანის ორგანიზმს მიეწოდოს ის საკვები, რაც აუცილებელია. არ შეიძლება დიეტის გამო საკუთარი თავის დათრგუნვა.

– დღეს პატარა გოგოებიც დიეტებს იცავენ, შეიძლება მათთვის ეს ყველაფერი?

– დამიჯერეთ, ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება შეუქმნან როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე დაიზიანონ ფსიქიკა. თინეიჯერობის ასაკს იწყებენ და დიეტებს იცავენ, როგორ შეიძლება გარდატეხის ასაკში დიეტის დაცვა იმის გამო, რომ მათ წონაში დაიკლონ. 14–15 წლის გოგონა, როცა დიეტას იცავს, მან ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯერ ის მოზარდია და ორგანიზმი როგორ ჩამოუყალიბდება, არავინ იცის.

– ანუ უნდა დაელოდონ შედეგებს?

– რა თქმა უნდა, აუცილებელია გავიდეს დრო და ჩამოყალიბდეს ორგანიზმი. გოგოებს ხშირად იმის პრობლემა აქვთ, რომ პატარა ღიპი აქვთ, ამ დროს ეს იმ ასაკში აუცილებელია. დიეტას შეუძლია წამოჭრას დიდი პრობლემები, ხანდახან დიეტას ბულემიამდეც მივყავართ.

– როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ადამიანი?

– აუცილებლია ადამიანმა დაძლიოს ის ფაქტორი, რომ დიეტა არ არის საუკეთესო გამოსავალი. მისი დაცვის დროს ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო. დიეტა უნდა განლაგდეს საათობრივად. ამას ყველა ადამიანი ვერ უძლებს და ფსიქიკასაც იზიანებს.

– მავნებელია თუ არა ღამის კვება?

– ნამდვილად არაა სასარგებლო ის, რომ ღამე ჭამოთ. 9 საათის შემდეგ არაა სასურველი რომ იკვებოთ. დაწოლამდე 2 საათით ადრე უნდა მიირთვათ, რათა ორგანიზმმა დაისვენოს. თუმცა არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში არ იკვებებიან. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ენერგიის აღდგენა, რაც არ უნდა იყოს ამ ადამიანმა აუცილებელია მიირთვას და ჭამის შემდეგ 2 საათი დაისვენოს, არ დაიძინოს.

– რა არის ფატალური შედეგი?

– უფრო ხშირად ფატალური შედეგი ისაა, რომ 10 კილო შეიძლება ერთი დიეტით დაიკლოთ და შემდეგ იმდენი მოიმატოთ, რომ იმ პირვანდელ წონასაც კი გასცდეთ.

– როგორი დიეტაა სასურველი?

– წონა, შეიძლება ითქვას, მავნე ჩვევებში გადის. ჭამაზე ხანდახან იმდენად არის დამოკიდებული ადამიანი, რომ თავს ვერ იკავებს, ძალიან უნდა ჭამოს, ამის შემდეგ კუჭი ზომაში იმატებს და, რა თქმა უნდა, საკვებსაც განუსაზღვრელად იღებს.

– როგორ უნდა განვეწყოთ ფსიქოლოგიურად დიეტისთვის?

– საკუთარი თავი აუცილებლად უნდა განაწყოთ დიეტისთვის, ასევე მარხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მარხვის პროცესი. თუ ადამიანს კბილები უწაკწაკებს იმაზე, რომ მიირთვას რძისა და ხორცის პროდუქტი, მას ეს ფსიქოლოგიურად ძალიან უნდა, მაშინ ის ვერ დაიმორჩილებს კუჭის სურვილებს, სწორედ ამიტომაა აუცილებელი მარხვისთვის სულიერად მოემზადოთ და განეწყოთ, რათა უფრო მეტად არ ჩავარდეთ ცოდვაში.
18.11.09 13:49 eleonora27
აბსოლუტურად ვეტანხმები ამ სტატიას...
11.11.09 23:49 mari_333
cmindaGIORGI 12 wlis bavshma ixila, zecierma brdzana; IWAMET GMERTI! EAMIMOWERA 1962 WELA DAIWYO CHAIPIQRE SURVILI DA 8 DGESHI AGISRULDEBAertma ojaxma waikitxa da washala mat didi ubedureba ewvia... xolomeorem waikitxa da gaavrcela da gabednierdnen gaavrcele es 9adamianzeda shenc gabednierdebi
10.11.09 09:44 მარუსინკა
მე პირადად დიდი ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვა არ მიწევს არანაირად, უბრალოდ ვამბობ ხოლმე : ასე არ შეიძლება! თავი მოგძულებია?! რატომ არ უნდა იყო N1? ხოდა მაშინ წარმატებები!
1 2 3 4 5
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია