Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 18237 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 109372 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 30487-ჯერ
ლექციები დამთავრდა, სეირნობს, ზის პარკში სკამზე და ფიქრობს: “მშია.. რა ძალიან მშია... რატომ მშია?.. რა შევჭამო, რომ გავხდე?”

არსებობს ისეთი საკვები, გრამს რომ არ შეგმატებთ და იმასაც მოგაშორებთ, რაც უკვე დააგროვეთ. დაამატეთ თქვენს რაციონს ეს პროდუქტები და დააკვირდით, როგორ დაიწყებენ თვალსა და ხელ შუა დნობას თქვენი კილოგრამები.

გრეიფრუტი

ნუთუ არასდროს გსმენიათ გრეიფრუტის დიეტაზე? ძალიან პოპულარულია, სხვათა შორის, კლინიკა Scripps-სის (კალიფორნია) ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ე. წ. გრეიფრუტის დიეტა ადამიანს ცხიმის მარაგთან ბრძოლაში რეალურად ეხმარება.

მეთოდის არსი უმარტივესია - ნახევარი გრეიფრუტი ყოველი ჭამის წინ... ადვილია, არა? დავამატებთ იმასაც, რომ გრეიფრუტში კიბოს უჯრედებთან მებრძოლი ელემენტებიცაა. ამ დიეტას იცავდა უკვე ხანში შესული სოფი ლორენი, მას ასაკშიც ჰქონდა უფლება, საკუთარი ფიგურით ეამაყა. თუ ვახშამზე ზომიერებას გადააჭარბეთ, გრეიფრუტის ჭამა ვახშმის შემდეგ სცადეთ.

მუცელში სიმძიმე მაშინვე გაქრება. ნახევარ გრეიფრუტში მხოლოდ 39 კალორიაა. თუ მაქსიმალური ეფექტის მიღწევა გსურთ, გრეიფრუტის შემდეგ 800 კალორიაზე მეტის მიღება არ ღირს. ამბობენ, რომ კალორიების სწორედ ასეთ რაოდენობას წვავს ამ საოცარი და გემრიელი ხილის ფერმენტები.

გოგრა
ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ გოგრა მშვენიერი პროდუქტია გამხდრობისთვის მებრძოლთათვის. გოგრაში მხოლოდ 40 კალორიაა, მისი სტრუქტურა ქსოვილურია და ძალიან სასარგებლოა.

უამრავმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ქსოვილური აგებულების პროდუქტები მარტო ჯანმრთელობისთვის კი არ არიან სასარგებლო, არამედ გახდომისთვის. გოგრა ძალიან ადვილად მზადდება, სანელებლებს, მუსკატის კაკალსა და ნუშს თუ დაუმატებთ, გემრიელიც ყოფილა, სასარგებლოც და დაბალკალორიულიც.

საქონლის ხორცი
ხორცი მოხდენილ ფიგურას ვნებსო, ასე ფიქრობდნენ წარსულში. არადა თუ ხორცს ქონი არ აქვს, მაგალითად, საქონლის ხორცს, ის საუკეთესო საშუალებაა გასახდომად. პირველ რიგში, ეს პროდუქტი ცილებითაა მდიდარი, ცილები კი ძალიან სჭირდება ჩვენს ორგანიზმს.

მეორეც - ცილები უფრო ადვილად მუშავდება, ვიდრე ნახშირწყლები. ერთი ნაჭერი ხორცი განაყრებს და შიმშილს ვერ გრძნობ. თუ შიმშილს ვერ გრძნობ, დიეტასაც არ ღალატობ. ბევრჯერ გსმენიათ ალბათ, რომ ცილების დიეტა უფრო ადვილი დასაცავია, ვიდრე სხვა დიეტები. დანაყრების გრძობა ცილებიანი პროდუქტების მიღების შემდეგ ადამიანს უფრო ხანგრძლივად უნარჩუნდება და ამიტომ არის ეს დიეტა უფრო ადვილი.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი – ღმერთის ნამდვილი საჩუქარიაო. ის - მდიდარია ანტიოქსიდანტებით, შესანიშნავად მოქმედებს ორგანიზმზე და იდეალური ვარიანტია გასახდომად. ჩაი ნივთიერებათა ცვლას აძლეირებს, საჭმლის მონელებას აჩქარებს, ცხიმების წვაში გვეხმარება და შესაბამისად, ფიგურის პრობლემებსაც შველის. ზოგი გამოკვლევით, დღეში 5 ჭიქა მწვანე ჩაი ჯადოქრობასავით იმოქმედებს და “შემომეჭამას” შედეგს მალე გაანელებს. სტრესის წინააღმდეგაც კი მოქმედებს.

მართალია, გამხდარი და სიფრიფანა მოდელების საუკუნე წარსულშია, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს, რომ თავი უნდა მიუშვა და საჭირო კილოგრამებთან ერთად ზედმეტიც აკრიფო. ჭარბი წონა ალტერნატივად არ გამოდგება, ამიტომ სარკეში შენიშნულ არასასიამოვნო ცვლილებებს თვალს ნუ მოუხუჭავთ ხოლმე.

jons
ნანახია 30487-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(24):

1 2
02.12.16 19:38 Inasaridze
Dukani dukani da isev dukani,saocrebaa
02.10.15 04:29 მარი-mari
გოგრა ბოსტნეულია თუ ხილი?
25.02.15 15:14 lalikoo
https://www.facebook.com/profile.php?id=100008450267907 აქ დამამატეთ და გავამხნევოთ ერთმანეთი დიეტური ბლოგია
31.05.13 08:31 Tamunaa_a
3 კვირაა მწვანე ჩაის ვსვამ დღეში მინიმუმ 4 ჭიქას, ხან 9 ჭიქასაც. ჭამის მერე სულ ვსვამ, მაგრამ შედეგი არ მაქვს. 7ს მერეც არ ვჭამ, ძალიან ძნელად ვიკლებ. რა ვქნა მიშველეეთ :((((((((
09.11.10 19:32 pikria_5
სიახლე!!! მკერდის გამკვრივება,ჩაბრუნებული თავების ამოწევა,სხეულის კორექცია,ცელულიტის დაშლა(სპეციალური ვაკუუმ აპარატით)გარანტიით!!! კანისა და მოდუნებული კუნტის გამკვრივება, მასაჟით: თაფლით,შოკოლადით,ანტიცელულიტური კრემებით,ტალახით. სწორი კვების შერჩევა !!! ტელ:398248 მობ:858108986
15.05.10 23:34 baia_22
გახდომა დიეტების გარეშე!!ეწყობა ბანაკი ამ ზაფხულს ნახეთ ყველამ!!!! http://mymassage.ge
08.05.10 19:05 sophi
უი რა კაიაააა, იკოსი ველოდები შენს შედეგებს :)))
08.04.10 18:08 ikosi
აქ ჩამოთვილი 4-ვე პროდუქტი ძალიან მაგრად მიყვარს, ეს კარგი რამე მითხარით, მგონი მეშველა. ხვალიდანვე დავიწყებ და ვნახოთ, მე კი აქ ყოველ დღე დავაკომენტარებ რა შედეგებს მივაღწევ, შეგიძლიათ მიბალეშჩიკოთ:)))))))))))
24.01.10 22:09 zantro
ხალხო მაგარ მუღამზე ვარ.უნდა ვცადო ცილების დიეტა .....იმედია გავხდები, წარატბები მისურვეეთ:)
08.12.09 22:18 Sesili_@
ძალიან მიყვარს მწვანე ჩაი, იმედი მაკვს დამეხმარება ცონის დაკლებაში
05.12.09 15:43 majlajuna
ამ დიეტასთან ერთად დილიტ უზმოზე ლიმონი შეიძლება ჭaმო????? რაც მეტს მოვუიკლებ მით უფრო კარგია, fleur კეთილი შურით მშურს შენი ბედნიერი ადამიანი ხარ, მეც მინდა ეგეთი ბედნიერება მეღირსოს, ნეტა მეგირსება?
03.12.09 11:07 a.n.a.
fleur ყველაზე დიდი წონა რამდენი იყავი...ანუ ის მაინტერესებს რამდენი დაიკელი?
03.12.09 00:51 fleur
აუ ვგიჯდები მწვანე ჩაიზე იმდენს ვსვავ რომ რავი.. თან 6ის მერე არ ვჭამ და იქამდე ტკბილეუს და ცომეულს არ ვეკარები. კიდე დავიკელი და არ მიჭირს ასეთი კვება. ეხლა 51კგ ვარ. 1 კგ და ჩემს იდეალურ წონაზე ვიქნები, რაც წლები მქონდა. დგეს 2 ზომით პატარა ჯინსი ვიკიდე და კარგი შეგრზნებაა :))) წარმატებები ყველას
02.12.09 16:37 paprika012
მომეწონა ძალიან კარგი რჩევებია.... უშაქრო მწვანე ჩაის სმა ძალიან სასარგებლოა და თან თუ მიეჩვიე, ძალიან ძნელად გადაეჩვევი
26.11.09 13:09 Tatusha
აუ რა კარგი რაღაცა მასწავლეთ, მე ისედაც ცილოვან დიეტაზე ვარ და აქ რაც წერია ყველაფერი მეჭმევა და დიეტის დარღვევა არ გამომივა :) გრეიფრუტიც რომ მივაშველო უფრო სწრაფად დავიკლებ გოგრას ისედაც ვჭამდი ძალიან მიყვარს, საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ცილოვანი დიეტა ყველაზე ადვილი და ეფექტურია
26.11.09 07:56 Tikuna_Boo
ძალიან მომეწონა ეს სტატია. მადლობა
22.11.09 20:11 artforum
გოგონებო "ოდნოკლასნიკებში" არის ძალიან საინტერესო ჯგუფი "Bon Appetit" საინტერესო თემებით და ფორუმით, იქ ძალიან სასარგებლო რჩევებია სწორ კვებაზე. ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ვებ-გვერდიდან nino metreveli 26 წლის
19.11.09 17:25 cikiko
46.1გ ცილის მთლიანად დაშლის შედეგად თავისუფლდება:
ა) 17.6კჯ
ბ) 7.6კჯ
გ) 10.7კჯ
დ) 27.6კჯ

47.ვინ წერდა ¨სიცოცხლე არის ცილოვან სხეულთა არსებობის ფორმა¨
ა) კ.ბერი
ბ) ტ.შვანი
გ) ფ.ენგელსი
დ) კ.ივანოვსკი

48.მშრალი ნივთიერების მასის დაახლოებით რამდენი პროცენტია ნახშირწყლები?
ა) 15%
ბ) 17%
გ) 1%
დ)5%
17.11.09 19:27 RUSKA berishvili
ეს ძალიან სასარგებლო და საყურადღებო 4 პროდუქტია, მაგრამ 2 გასათვალისწინებელი ფაქტორია: გრეიფრუტი აღიზიანებს კუჭს, ვინაიდან ააქტიურებს კუჭის წვენის სეკრეციას. ამიტომ მისი ხანგრძლივად და/ან უზმოზე მიღება არ შეიძლება. და მეორე- მწვანე ჩაი ლიმონთან ერთად უფრო ეფექტურია, ვიდრე ცალკე მწვანე ჩაი.
ხო მართლა გოგრა იმუნიტეტს ამაღლეს,ამიტომ თუ შემოდგომაზე ჭარბად მიიღებთ,ზამთარს მაღალი იმუნიტეტით შეხვდებით და ადვილად გაუმკლავდებით))
04.11.09 17:33 sofia@
ზამთარში 1კილო ღირს 2.15 ასე, რომ ზამთარში ჯობია მისი ჭამა
1 2
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია