Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 19714 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 110776 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 58202-ჯერ
მსგავსი დიეტები:
1 დღე.    ნატურალური წვენი 1,5 ლიტრი (ანანასი) (თუ ძალიან გიწირს შეავსე 2 ლიტრამდე წყლით თუ ძაან ტკბილია)
2 დღე.    500გრ სოსისი ან მოხარშული უმარილო ხორცი
3 დღე.    200 გრ კიტრი
4 დღე.    400გრ არაჟანი
5 დღე.    ხუთი ჭიქა უშაქრო ჩაი
6 დღე.    1კგ მოხარშული უმარილო კარტოფილი
7 დღე.    500 გრ სოსოსი ან მოხარშული ხორცი
8 დღე.    ბოსტნეულის სალათი ზეთით
9 დღე.    6 ცალი მოხარშული კვერცხი
10 დღე.    ხილის სალათი
11 დღე.    1ლიტრი მაწონი
12 დღე.    1კგ მოხარშული კარტოფილი
13 დღე.    500 გრ ხაჭო ან 500 გრ უმარილო ყველი
14 დღე.    2 ლიტრი მინერალური წყალი
15 დღე.    400 გრამი არაჟანი
16 დღე.    400 გრამი არაჟანი
17 დღე.    400 გრამი არაჟანი
18 დღე.    ან გასვენება ან უნიკალური ფორმები :)))

ნანახია 58202-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(390):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 ... 20
04.06.14 01:59 bututa26
mimi29 Aადვოკატის დიეტა გააკეთე უეჭველი დაიკებ მინიმუმ 12
04.06.14 00:21 Liiika
არავის არ უნდა დიეტის დაწყება??? მარტოს მიჭირს და ვინმეს თუ სურს ერთად გავაკეთოთ;-) უფრო მეტი სტიმული გვექნებააა, თუნდაც ეს დიეტა არააა სხვა რამე ნებისმიერი, 5 კილო მაქვს დასაკლებიიიიი მომეხმარეთ რაააა :-D
03.06.14 23:32 mimi29
huliganka ეგ უკევ აღარ მჭირდება, ძალიანაც რომ მინდოდეს მასთან ყოფნა, რა აზრი აქვს ეგეთ ბიჭთან ურთიერთობას, სხეული ხომ მართლ ა ისეთია, შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს რამე,... უბრალოდ ახლა სტიმული მაქვს და მინდა დავუმტკიცო რომ შემიძლია,
03.06.14 23:29 mimi29
Qeti*** კი ახლა სტიმული მაინც მაქვს, თორემ ისე ვიწყებ და ვარგვევ. ეს 17 დღიანი დავიწყე და დღეს ანანას ვსვავ და რა ვიიც, იმედია დავიკლებ, თან ახლა ის დღეებიც მეწყება და რავიცი რამდენად მოხერხზდება
03.06.14 18:19 Qeti***
აჰაა გეთანხმები ასეა..
03.06.14 16:19 huliganka
მიმი, პირველად მეც მის გამო დავიკელი, თავი მოვიკალი ვარჯიშით და დიეტებით.. ხოდა, მივაღწიე ჩემ სასურველ წონას და ამასობაში აღმოვაჩინე, რომ ის ტიპი მაგრად მკიდია, რადგან ნელ-ნელა დაიწყო ჩემსკენ გამოჩოჩება, რადგან გავხდი.
ასეთ კრეტინებს ახლა ვეღარ ვიტან. არ გწყინოს, და ბიჭი რომ ასეთ კრეტინობას გეტყვის, თან სხვების თვალწინ, დაიკიდე და მხოლოდ შენს თავს ასიამოვნე და შენს თავს დაუმტკიცე, რომ ძლიერი გოგო ხარ და ზედაც არ შეხედო, მერე თვითონ შემოგხედავს, მარა გინდა კი ისეთი ადამიანი, ვინც სხეულის ფორმის დაკარგვის გამო შენც დაგკარგავს?

არ გეწყინოს, ჩემს აზრს გეუბნები უბრალოდ. რადგან ცოტა თვალი გავახილე ახლა მიყვარს ბიჭი, რომელმაც მსუქანიც შემიყვარა და თვითონვე მეხმარება და სტიმულს მაძლევს გახდომაში და ყველაფერში.
03.06.14 14:09 Qeti***
მესმის შენი და უნდა დაუმტკიცო ახლა უფრო გაქვს სტიმული შენ.. არ გაქვს დიდი წონა ძალიან ხომ ხვდები მაინც. მე ჩემო კარგო 75ვარ ახლა სიმაღლე 168სმ. ნოემბერში ვიყავი 65. საშინლად ვარ განწყობა ყველაფერი ცუდად მაქვს მაგრამ მაინც ვარ ხომ ხედავ ხახა.. მეც შენსავით 15 მინდა იდეალურ წონამდე მაგრამ ნეტა 5კილოთი ჩამოვიდე ნელნელა. შენ ახლა დაიწყე რამე?
03.06.14 13:44 mimi29
Qeti*** ხო ვიცი რომ ნიტოა, ადამინს ძალით მაინც ვერავის მოაწობე თავს, უბრალოდ დამტკიცება მინდა რომ შემიძლია უკეთესი ვიყო, და ძმაკაცებთან ერთად ეჰ არ უნდა მითხრას და თან რომ მწყინს იცის :(((( ხო ქეთ რა თქმა უნდა მეც მინდა ის ჩავიცვა რაც მომწონს, დღეს მეგობარს და ჩემ დას გავყევი საყიდლებზე და მეც მინდოდა რამის ყიდვა მაგრამ აზრი ყველაფერი ცუდად მექნებოდა და დავანებე თავი. მე ახლა 65 ვარ მაგრამ გარეგნულად უფრო მეტი მეტყობა 1.57 ვარ სიმაღლეში და საშინლედ გამოვიყურები, თან რაგაცა ზემოთ უფრო ვარ მსუქანი და უფ რა 15 კილო მინდა დავიკლო :(... შენ როგორ ხარ აბა? რამდენი კილო ხარ და რამდენის დაკლება გინდა? სიმაღლე?
03.06.14 10:57 Qeti***
მთლიანობაში მეც ვფიქრობ რომ კარგად ვიყო მოვწონდე ყველას მაგრამ ასე როგორც შენ ამბობ ბიჭი მაგას ამბობს რაში გჭირდება ესეიგი უკვე ნეტოო, უკეთესი რომ იქნები შორიდან გნახოს სტიმულია ეგ შენთვის აი მაგას დაანახე მერე რომ გააკეთებ და მისთვის მიუწვდომელი გახდები ხახა!მაგაზე ნუ ფიქრობ ჩემო კარგო მე მინდა რომ ჩავიცვა რაც მინდა რაც მომწონს და ჩემით ვიყო კმაყოფილი ამით ვიქნები ბედნიერი ეს იფიქრე..:*:*
03.06.14 10:51 Qeti***
ხახა ხო ეგრეა მე ასე ვიყავი ნოემბრის მერე სამ თვეში 10კგ მოვიმატე:( მეც ცუდად ვარ.. შენ რამდნეი კილო ხარ? მე ახლა კეფირის დიეტის მეორე დღე მაქვს. კარგია ესეც რომ გააკეთო რთულია ძვლივს ვსვავ კეფირს ფუუ მაგრამ იმედია გავქაჩავ 5დღე..
03.06.14 10:23 mimi29
ბავშვებო ხვალ რაც არ უნდა მოხდეს მაინც ვიწყებ ამ დიეტას, მაგრამ აი ციკლიც დამეწყება და დავიკლებ რას ფიქროთ? ღირს დაწყება?
01.06.14 16:10 mimi29
huliganka ვიცი რომ საშინელებაა დაყველაზე უარესი ავარჩიე, მაგრამ მე ძალიან ცუდად ვარ, რეა უბედურებაა ყველა მხოლოდ ჩემს წონას ამჩნევს და ტვინს ჭამენ გახდი გახდიო, საშინელებაა, და კიდევ უარესი წარმოიდგინე ბიჭი რომელიც ძალიან ძალიან მოგწონს და რომ გეტყვის ძალიან მომწონხარ ძალიან საყვარელი დალამაზი ხარო და ასე იდიოტივით ბედნიერი სახით რომ ვუყურებ და ბოლოს რომ გეტყვის მაგრამ ტანი არ გივარგაო და რაგაც ეგეთ დიიოტობას რომ იმეორებს და არ ჩერდება. პროსტა მინდა დავამტკიცო რომ შემიძლია უკეთესი ვიყო და არ მჭირდებოდეს, უბრალოდ მაგისთვის მხოლოდ 1 თვე მაქვს მეტი არადა სწორი კვება 1 ტვეში 10 კილოს ვერ დამაკლებინებს ნამდვილად. მართლა ზალიან ცუდად ვარ :(
01.06.14 16:05 mimi29
Qeti*** რა ვიცი კი გამოსკდა გული, დღითი დღე ვიმატებ და მელე ბუშტი შევიქმნები თუ რამე არ გავაკეთე, მე ანანასის წვენი უკვე ვიყიდე :)
01.06.14 13:34 huliganka
მიმი, ალბათ მეათასედ ვწერ, ჰორმონებს იოლად ნუ ეთამაშებით, იკვებე სწორად და შეეშვი ამეებს. ღმერთმა არ ქნას, ისე დაგერღვეს ჰორმონები, მისი ფორმაში მოყვანა შეიძლებელი გახდეს, 200 გრამი კიტრი ხალხო 30 კალორიას შეიცავს, გადაირიეთ თქვენ???????? მთელი დღე ამაზე ყოფნით ინადგურებ ყველაფერს. კარგით რა მართლა და მართლა.
01.06.14 12:36 Qeti***
ჩვეულებრივია მიმი. Yოველდღე ვიმატებ ეგრე რა გიკვირს ასეა დიეტების მეერე ოდესმე თუ გაგიკეთებია. Nუ გიკვირს. Dაიწყე დიეტა და დაიკლებ მალევე როგორც მოიმატე ეგ:*
01.06.14 10:41 mimi29
ბავშვებო სად ხართ ჰა? მაგრად მაქვს დარხეული მე მგონი რაგაც მჭირს 1 კვირაში 4 კილო მოვიმატე, მირჩიეთ რა რამე
01.06.14 09:13 mimi29
მინდა ეს და მირჩიეთ რა რამე?
20.05.14 16:15 hatije
უაზრო დიეტაა
19.05.14 05:45 pikria_5
სხეულის კორექცია!!!წონაში დაკლება,ცელულიტის დაშლა (სპეციალური აპარატით უმტკივნეულოდ)გარანტიით!!!კანის და მოდუნებული კუნთის გამკვრივება,სტრიები,მასაჟი თაფლით,ვაკუუმით,შოკოლადით,ანტიცელულიტური კრემებით, ტალახით,სწორი კვების შერჩევით,მობ.858108986. მობ:551128996 ტელ.398248
16.05.14 11:03 m.a.r.i.a.m.i
ხვალიდან ვიწკებ ამ დიეტას და არ დავარღვეეევ!!
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 ... 20
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია