Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 18763 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 110240 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 689584-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 689584-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6029):

02.08.17 08:30 kketa
გამარჯობა, 1.69 ვარ სიმაღლეში და 69 კილო, დღეს მაქვს დიეტის მეშვიდე დღე და მხოლოდ 2 კილო მაქვს დაკლებული:( მეორე და მესამე კვირაში თუ ვერ დავიკელი მთელი ზაფხული 5-6 კილოს დაკლების გამო უნდა ვიყო დიეტაზე? ვისაც დაგიცავთ იქნებ მითხრათ მსგავსი სიტუაცია თუ გქონიათ?!
31.07.17 12:49 Taso102
Ki namdvilad
31.07.17 07:16 Ekaterine)
უი.ცუდი ძალიან,დაკლება ადვილია შენარჩუნებაა ძნრლიი
30.07.17 15:15 Taso102
Dukanze viyavi 20dxis shemdeg tirkmeli amtkivda da shevcyvite,daklebuli mqonda 8kilo,magram isev movimste ramodenime dxeshi
30.07.17 14:28 Ekaterine)
შედეგი აუცილებლად გექნება, თან კარგი <3 წარმატებებკ
30.07.17 14:09 Taso102
გოგონები და ბიჭები,თქვენი დახმარება მჭირდება.ვარ 102კგ,მინდა დავიცვა ეს დიეტა და რას ნირჩევთ,მექნება შედეგი
23.07.17 17:11 Nikaok
მოგესალმებით)) მოკლეთ არასდროს არ დამიცავს დიეტა. იანვარში ფეხი მოვიტეხე 2.5 თვე ვიწექი და 14 კგ მოვიმატე. 104 კგ ვიყავი. მეხუთე დღე მორჩა რაც დავიწყე, ხვალ მეექვსე დღეა და 100 კგ და 400 გრამივარ ახლა ანუ -3.600 ))) რას ფიქრობთ, ნორმალურია?)) 88 87 კგ მდე მინდა და მერე ვარჯის დავიწყებ :)
23.07.17 09:04 nneka
ხვალ ვიწყებ.. არავინ აკეთებთ?
11.07.17 12:20 Ellie
კარგით რაა, დაიკლებთ ისევ მოიმატებთ, სისულელეა, კანი დავიმახიმჯე ამ.გასუქება გახდომით, მიდით ლა ბელეში თავისუფლებაზე როა ,მანდ დიეტოლოგი იყო ახალგაზრდა გოგოა, ძალიან სასარგებლი რჩევებს მოგცემთ,სულ მთელი ცხოვრება რო გამოგადგებათ, დავიკელი კიდეც და არც მომიმატია, მართლა გირჩევთ რამოდენიმე ვიზიტი მაინც ჩაიტაროთ დიეტოლოგი.ძალიან გამოგადგებათ, აქ დარეკეთ და ჩაგწერენ 298 60 05
13.02.17 10:59 Marrymanson
იქნებ ვინმემ იცოდეთ ბულიონი როგორ უნდა მოვამზადო უმწვანილო და უბოსტნეულო?
12.02.17 23:57 mar 1989
უკვე სამჯერ გავაკათე ასე ჯამში 7კგ დავიკელი.ჩვეულებრივ ყველს ვჭამ რაც მომხვდება ხელში,ასევე კიტრი პომიდვრის ნაცვლად ისევ ბოსტნეულის სუპი მიჭამია ვახშმად.აი ასეე წარმატებები თქვენ.
12.02.17 23:53 mar 1989
ჩემი კომენტარი რატომღაც ძალიან შეუმოკლებიათ.მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ მხოლოდ 1კვირას ვიცავ მერე ვისვენებ რამოდენიმე დღით და ისევ ვიმეორებ
12.02.17 08:01 nenee25
ABცD უი მართლა? რა კარგი რამე მითხარი.. თუ ეგრეა მაშინ შეიძლება ვცადო. მაგრამ არაფერი შეცვალოთო რომ წერია??
12.02.17 01:45 mar 1989
მე უკეთეს ხერხს მივაგენი
11.02.17 11:51 ABCD
მე მარტო ვცხოვრობ და იმაზე ბევრად იაფი მიჯდება დიეტა ვიდრე ჩვეულებრივი კვება, 300 ლარამდე არამგონია დაჯდეს, ნუ ჰოლანდიური არაა აუცილებელი იყიდო, ისეც დაიკლებ. მე ჩვეულებრივი ყველით ვანაცვკებ.
11.02.17 10:35 nenee 25
ბავშვებო ეს დიეტა ალბათ 300 ლარამდე ჯდება? მომწონს მაგრამ...
11.02.17 04:06 nugra
შენარჩუნების დღეებს ვერ გავუგე ვერაფერი , იქნებ ვინმემ ამიხსნად რა და როგორ ხდება და როდის შემდეგ უნდა გადავიდე ჩვეულებრივ კვებაზე ისე რო კატასტროფულად არ მოვიმატო , შენარჩუნების დღეებსი რა პროდუქტები უნდა მივიღო ვიცი მაგრამ რა ფორმით და რა ხანგრძლივობით ვერ გავარკვიე,წინასწარ დიდი მადლობა
10.02.17 23:36 berdzenishvili
ვაიმეეეე რა კარგია❤❤❤❤და ანუ დაახლოებით ერთი ლიტრა ხო?
10.02.17 10:02 ABCD
რა ნაბეგლავი? წყალი უნდა დალიო ჩვეულებრივ
10.02.17 07:22 berdzenishvili
5 დღეზე ვარ და როგორც მითხრეს ვსვავ მარტო ნაბეღლავს 3-4 ჭიკას და მაინტერესებს წკალი თუ შეიძლება და რამე განსხვავება თუა
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია