Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 19617 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 110684 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 587173-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 587173-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6127):

26.11.17 05:43 n n n..
22დღე -6.700
მგონი ძაან ცოტაა
26.11.17 05:43 n n n..
ბისაკოდილი ან პიკოლაქსი ან დუფალაკის სიროფი
26.11.17 05:41 elene992.
მეორე კვირის მეოთხე დღეა. ნელა ვიკლებ, მაგრამ სახეზე და ფეხებზე შედეგს ნამდვილად ვხედავ.
26.11.17 05:40 elene992.
n n n, რომელ წამლებს, შეგიძლია დაწერო?
26.11.17 05:39 n n n.
არ მეგონა დღევანდელ დღეს თუ გადავიტანდი მძულს ვაშლი მშია ეხლა დავწვები დავიძინებ (კილონახევარი არ მიჭამია) ვერ ვიტან
26.11.17 05:39 n n n.
Ara mec egre var yvela ditaze memarteba me da wamlebs vsvav
26.11.17 05:37 elene992.
არ ვიცი, მარტო მე ვარ ასე, თუ თქვენც, მაგრამ ამ დიეტის დროს კუჭის მოქმედება გაიშვიათდა, რისი პრობლემაც სხვა დიეტების დროს არ მქონია. :/
26.11.17 05:25 laliko-lalikuna
5,დღეა გრამი არდამიკლია დავიკელი კიარა მომიმატა მემგონი
26.11.17 05:25 laliko-lalikuna
გამარჯობა, მეოთხე დღეა დღეს 67 კილოდან 60 ზე ჩამოსვლას ვფიქრობ ამ დიეტით. ვინმე ხო არ ხართ მოდიეტეები? :D
26.11.17 05:25 laliko-lalikuna
ეს დიეტა ბევრჯერ გავაკეთე,დავიკელი 12 კილო,მაგრამ მერე ისევ ვიმატებდი სუულ, დიეტოლოგთან სიარული რაც დავიწყე ჯერჯერობით მანარჩუნებინებს, ვისაც გაინტრრესებთ დავდიოდი თავისუფლების მოედანზე ლაბელში, სულ სამჯერ მივედი და ორკვირიან დიეტებს მაძლევდა,მიდით არ არის ძვირი კონსულტაცია
26.11.17 05:24 laliko-lalikuna
ახლა არ ვიცი რა შედეგი მექნება ვხდილობ ბოლომდე მივყვე, მაგრამ მახსოვს 14 წლის წინ გავაკეთე ეს დიეტა და არ ამიწონია რატომღაც არ მაინტწრესებდა და სისულელე ჩავიდინე მაშინ, მაგრამ ახლა ვიწონები და შედეგს ნელნელა ვხედავ, ჰორმონების გამო სააინელ დღეში ჩავარდი წონა მქონდა ყოველთვის, მაგრამ ახლა კატასტროფაა მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მინდა ნოემბრის ბოლოს მეც დავდო შედეგი... უფრო დეკემბრის შუარიცხვებში, აქ ამბობენ, რომ 25 კილომდე დაიკლეს და ეს გასამხნევებელი ციფრია თუ ნამდვილად დაიკელით? შეიძლება მეც დაახლოებითი წონა დავიკელი მაშინ, რადგან ახლობლები ქუჩაში ვეგარ მცნობდა, როგორ მინდა ახლაც კარვი შედეგი მქონდეს
26.11.17 05:24 laliko-lalikuna
მიპასუხეთ კომპეტენტურმა პირებმა გთხოვთ, მეოთხე დღე შემეშალა და საუზმე ყველის ნაცვლად კარაქი და თაფლი მივიღე არის ეს საშინელი შეცსომა თუ გავაგრძელო ჩვეულებრივ?
26.11.17 05:24 laliko-lalikuna
ლაქატაციის პერიოდში თუ შეიძლება ამ დიეტის დაცვა?
26.11.17 05:23 laliko-lalikuna
მესამე დღეს საუზმეზე 2 კარალიოკი არ შეიძლება?
26.11.17 05:23 laliko-lalikuna
წარმატებები ყველას გოგოებო/ბოლო კვირის ბოლო დღეა და 10 კილო მაქვს დაკლეებული.ხვალიდან შენარჩუნებაზე გადავდივაარ.წიწიბურას და ლობიოოს როგოორ აკეტეებთ?ან ბრინჯს?მადლობა წინასწარ.გაიხარეთ
26.11.17 05:20 NNikaok
აუ მითხარით რომ ჰოლანდიური ყველი ყვითელი შევჭამე შემეშალა და რამე პრობლემაა?
26.11.17 05:20 NNikaok
გამარჯობათ მაინტერესებს ყველს გაუდას გარდა რომელს მიირთმევთ,საშინელი გემო აქვს ჩემთვის მაგ ყველად და მიჭირს ჭამა
26.11.17 05:20 NNikaok
უგულავას დიეტით დავიკელი 14 კილო . ძალიან მარტივად , შემდეგ ორი კვირა ვიყავი ჩვეულებრივ დიეტაზე და დავილელი 2 კილო . სულ 16 კილო . არა ტკბილი და არა პურ-ფუნთუშეული . ეხლა დავიწყე მეორეჯერ ეს დიეტა . ვნახოთ რა იქნება. თუ ისევ დავიკლებ 14 კილოს , შემდეგ გავაგრძელებ ჩვეულებრივად ჭამას , შეზღუდულად , აკრძალული პროდუქტების არ ჭამით . (არა ტკბილი და არა პურ-ფუნთუშეული)კვების რეჟიმის შენარჩუნებით . ბოლო ჭამა 6-7 სთ და წონის კონტროლით . ამ დიეტის ყველაზე დიდი სიკეთე ისაა , რომ არ გეკიდება ხორცები და არც ენერგიას კარგავ , პირიქით უფრო აქტიური ხარ. რაც მეტი წონა გაქვს მეტს იკლებ. მე დავიკელი 14 კილო იმიტომ რომ არ მქონდა კატასტროფა წონა და მქონდა დიდი სურვილი-მოტივაცია . მშვენივრად ვგრძნობ თავს !
26.11.17 05:19 NNikaok
რა დიეტები არ ვსინჯე და ეს ყველაზე მეტად მომწონს. ამას დიეტასაც არ დავარქმევდი უფრო ნორმალური კვებაა. შიმშილობის ნერვები აღარ აქვს უკვე. ამ დიეტით მშვიდად ვარ . მალე დავიწყებ. დუკანი ჩემთვს არაფერია . შვრიამ კუჭი დამიმძიმა. მალე შემოგიერთდებით
26.11.17 05:19 NNikaok
დუკანმა, ერთკვირიანმა, გამიყინა წონა და საერთოში, მიუხედავად იმისა, რომ პური და მაკარონი და ტკბილი სულ არ დამიმატებია, 1.3 კილო დავიკელი 6 დღეში,გუშინ და დღეს ცილებზე ვარ მარტო, გუშინდელი ცილებით კიდევ მინუს სამასი გრამი. ხვალიდან სამი დღე ცილები და ბოსტნეული მინდა. 63,9 ვარ, იმედია, 63,2-ზე ჩამოვალ. ისე, დუკანმა 61,3 გამომითვალა წონად, რასაც დამაკლებინებს და შემანარჩუნებინებს... მაგრამ სამი თვეოოოო და დიდი ბოდიში დუკანს, მარა ხორცი ისე ამოვიდა ყელში, შანსი არაა. მერე უცომოდ და უტკბილოდ გავყვები და ცოტა ხანი ამას ვინარჩუნებ და დანარჩენი, ეგებ, ახალი წლების მერე
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია