Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 18356 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 109603 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 17453-ჯერ
ცეცხლის ნიშნები:
ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
კვების რეჟიმი. კარგი იქნება თუ დილის საათებში საკვების მიღებას შეზღუდავთ, ან საერთოდ გამორიცხავთ. საკვების მაქსიმალური რაოდენობა ცეცხლის ნიშანმა შაუდღისას, 12-დან 14 საათამდე უნდა მოახერხოს.
რაციონი. მთავარი პირობა – სრულფასოვანი ცილების საკმაო რაოდენობა (ხორცი, კვერცხი, პარკოსნები) ასევე აუცილებელია ბალახეული, ხილი და კენკრა. ოპტიმალურია ე.წ. გაყოფილი კვება: არ ღირს ცილებისა და ნახშირწყლების არევა. უნდა შეიზღუდოს ტკბილეული, ცხარე საკვები, რძის ფაფები, სოკო, ჩაი და ყავა.

ჰაერის ნიშნები:
ტყუპები, სასწორი, მერწყული
კვების რეჟიმი. შესაძლებელია, გაძლიერებული კვება დილით – 8-დან 10 საათამდე. ამ დროს თქვენი ორგანიზმი საკვებს უფრო აქტიურად ოთვისებს და ამუშავებს. მზის ჩასვლის სემდეგ ზედმეტი საკვების მიღება არ ღირს.
რაციონი. დასაშვებია საკვების სითბური დამუშავება. შეიძლება მოხარშულისა და შემწვარის ჭამა. ჰაერის ნიშნებს შეეფერებათ მჟავე, ტკბილი და მარილიანი საკვები, მაგრამ არა – ცხარე. რეკომენდებულია რაციონიდან კარტოფილის, ხაჭოს, ყავის, სოკოსა და წყლიანი ბოსტნეულის – კიტრი, ყაბახი, გოგრა – განდევნა.

მიწის ნიშნები:
კურო, ქალწული, თხის რქა
კვების რეჟიმი. ამ ნიშნების ადამიანებმა თანაბრად უნდა მიირთვან დილით, შუადღისას და მზის ჩასვლის წინ.
რაციონი. ასაკის მიუხედავად, მიწის ყველა ნიშანმა უნდა შეზღუდოს ნაღების კარაქი, რძე, ხორბალი და თეთრი პური, ტკბილეული და დამარილებული საჭმელი. სასარგებლოა მჟავე რძის საფუძველზე შექმნილი პროდუქტების, ნებისმიერი ბოსტნეულისა და ბოლქვიანების, ტკბილი ხილისა და კენკრის გამოყენება.

წყლის ნიშნები:
თევზები, კირჩხიბი, ღრიანკალი
კვების რეჟიმი. წყლის ნიშნების რეჟიმი დამოკიდებულია მთვარის ფაზებზე. მთვარის ზრდის პერიოდში მაქსიმალურად შეიძლება კვება დღის პირველ ნახევარში, “მიმავალი” მთვარის პერიოდში კი უფრო მეტად საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ უნდა ჭამოთ.
რაციონი. არაა რეკომენდებული ლორი და ძეხვი. უნდა შეიძღუდოს თეთრი პური, ჩაი, ყავა, ხახვი, ნიორი. კარგია ე. წ. “მთვარის” ხილის – საზამთროს, გოგრის და ტკბილი კენკრის გამოყენება.

მაშ, რა უნდა გამოვრიცხოთ დიეტის დროს და რა არის აუცილებელი:

ვერძი
უარი: ცხიამიან საკვებზე. აუცილებელია სამარხვო (ქათმის) ხორცი, მცენარეული ცილები.
განტვირთვის დღე: სამშაბათი

კურო
უარი: მრისხანების დროს ჭამაზე. ნაკლები უნდა მიირთვათ საკონდიტრო ნაწარმი.
განტვირთვის დღე: პარასკევი

ტყუპები
უარი: მაღალკალორიულ საკვებზე (ტკბილი, ცხიმიანი), მაგრამ შეინარჩუნეთ მრავალფეროვნება. არ ღირს უარის თქმა ცილებიან საკვებზე: სამარხვო ხორცი, თევზი, კვერცხი, ნიგოზი და თხილი, ყველი.
განტვირთვის დღე: ოთხშაბათი

კირჩხიბი
უარი: დაძაბულობის დროს ზედმეტის ჭამა არ დაუშვათ. აუცილებელია საკონდიტრო ნაწარმის ალაგმვა. კვების საფუძველი: ცილები და ზღვის პროდუქტი ასევე სხვადასხვა ბოსტნეული, ხილი და მწვანილი.
განტვირთვის დღე: ორშაბათი

ლომი
უარი: შაქარზე, კრახმალსა და იმ პროდუქტებზე, რომლებიც ნახშირწყლებით არის მდიდარი. თქვენს მაგიდაზე ყოველთვის უნდა იყოს ახალი ხილი და ბოსტნეული.
განტვირთვის დღე: კვირა

ქალწული
უარი: საკვებზე, რომელსაც ორგანიზმი ძნელად ინელებსა და რომელიც აღიზიანებს ნაწლავურ კედლებს. ქალწულები სუფრას მხოლოდ კარგი განწყობის დროს უნდა მიუსხდნენ.
განტვირთვის დღე: ოთხშაბათი

სასწორი
უარი: დესერტებსა და ტკბილეულზე. რეკომენდებულია უბრალო, А და Е ვიტამინებით მდიდარი საკლვები, რომელიც აუცილებელია ჰორმონალური სისტემისთვის.
განტვირთვის დღე: პარასკევი

ღრიანკალი
უარი: ცხიმიან საკვებზე. ნებისმიერი შეძღუდვის დროს აუცილებელია რძის პროდუქტი, კეფირი და იოგურტი.
განტვირთვის დღე: სამშაბათი

მშვილდოსანი
უარი: ცხიმიანი საკვებსა და ბევრ სანელებელზე. აუცილებია В და С ჯგუფის ვიტამინების მაღალი შემცველობის პროდუქტები – სოიო, ბარდა, კევრცხის გული, საქონლის ღვიძლი.
განტვირთვის დღე: ხუთშაბათი

თხის რქა
უარი: ცივ და მაღალკალორიულ საკვებზე. დაბალკალორიული კვების დროსაც არ უნდა თქვას უარი ჭარხალზე, სტაფილოზე, კვერცხზე, შვრიისა და წიწიბურას ფაფაზე.
განტვირთვის დღე: შაბათი

მერწყული
უარი: ცხარესა და ცხიმიანზე. აუცილებელია ხილი და ბოსტნეული, რომლებიც აუცილებელ ვიტამინებს შეიცავენ. მერწყულის რაციონში უხვად უნდა იყოს კომბოსტო, ისპანახი, სტაფილო, თევზი, ვაშლი.
განტვირთვის დღე: შაბათი

თევზები
უარი: შაქარსა და ცხიმებზე. ხშირად უნდა ჭამონ ახალი ბოსტნეულის სალათები, კიტრი, ბოლოკი, ნიგოზი და ქიშმიში.
საჭირო მინერალი: იოდი, რომელიც ოკეანის თევზსა და ზღვის პროდუქტებშია. განტვირთვის დღე: ხუთშაბათი.


Mrs. Kaloria
ნანახია 17453-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(5):

25.02.15 15:09 lalikoo
https://www.facebook.com/profile.php?id=100008450267907 აქ დამამატეთ და გავამხნევოთ ერთმანეთი დიეტური ბლოგია
30.08.14 06:21 ninuca91
Yvelas warmatebas gisurvebt....var 72 kilo 10-12 kilo maqvs dasaklebi magram unebisyofobis gamo michirs dietis dacva....gtxovt damexmarot da mirchiot yvelaze metad romeli dieta mishvelis.....dzalian gtxovt shemexmianot....
20.08.13 15:38 mashoo
ძალიან საინტერესოაა)))
27.12.10 17:43 pikria_5
საახალწლო ფასდაკლება და საჩუქარი!!!! სხეულის კორექცია,ცელულიტის დაშლა(სპეციალური ვაკუუმ აპარატით)გარანტიით!!! კანისა და მოდუნებული კუნტის გამკვრივება, მასაჟით: თაფლით,შოკოლადით,ანტიცელულიტური კრემებით,ტალახით. სწორი კვების შერჩევა !!! ტელ:398248 მობ:858108986
16.03.09 07:56 tinano88
ვააა რა მაგარიააააა
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია