Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 18356 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 109603 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 9319-ჯერ
 ამ მეთოდით კვება, როგორც ხსვა კვების სისტემა, წარმიადგენს უპირველეს ყოვლისა საკვებთან ურთიერთობის შეცვლას.
კატედორიულად უარყოფილ უნდა იქნეს დაბალკალორიული დიეტა, მონტიაგი პროპაგანდას უწევს წონის მომატების საკუთარ მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს უარყოფილ არ იქნეს გემრიელი პროდუქტები მათი კალორიულობის მიუხედავად..

მეთოდს გააჩნია ორი ფაზა: 1-ლი ფაზა – წონის მოკლება და მე-2 ფაზა – წონის სტაბილიზაცია.

1-ლი ფაზა ითვალისწინებ რიგი პროდუქტების უარყოფას და მრავალჯერად კვებას განსაზღვრული საკვები პროდუქტების ნაკრებით.

ვარიანტები:

1. უხეშად დაფქული ფქვილისაგან გამომცხვარი პური გაუცხიმომნებული ხაჭოთი ან იოგურტით. კატეგორიულად აკრძალულია შაქარი და კარაქი, მარგარინი.

2. შვრიის ფანტელი (შეიძლება ავიღოთ მიუსლი შაქრისა და თაფლის გარეშე, ბრინჯი და სიმინდი), წყლის დამატებით, რძის პროდუქტებით. შეიძლება დაემატოს უშაქრო მურაბა ან ჯემი.

მეორე საუზმე არ უნდა შეიცავდეს ნახშირწყლებს.შეიძლება მივიღოთ ყველი, ხაჭო, შაშხი. იდეალურია ორი მოხარშული კვერცხი ან ერბოკვერცხი.
სადილი არ უნდა შეიცავდეს ცუდ ნახშირწყლებს. სადილზე მიღებულ უნდა იქნეს პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ცილებს (საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი).
სალათის საუზმის სახით შეიძლება გამოიყენოთ ნედლი ბოსტნეულის სალათა (არავითარ შემთხვევაში მასში არ უნდა იყოს კართოფილი, სიმინდი, სტაფილო ან წარხალი), აგრეთვე ნებისმიერი თევზი ამ კვერცხი.
ძირითად საკვები შეიძლება იყოს ნებისმიერი ხორცი, თევზი ან ფრინველის ხორცი. მაგრამ არავითარ შემთვევაში არ შეკაზმოთ ფქვილით ან შაქრით, აგრეთვე არ მოამზადოთ სოუსით, რომელიც შეიცავს საქარს ან ნახშირწყლებს.
დესერტი – ყველი პურის გარეშე და 100-125 გრ იოგურტი ან ხაჭო. სეიზლება ტკბილი დესერტი შემცვლელებით: კვერცხი რძით, ნაღები ან კვერცხის გული
პირველ ფაზაში სასმელებიდან უკეთესია შესვათ უბრალი წყალი ან ჩაი.
ვახშამი უნდა იყოს ყველაზე მსუბუქი დღის განმავლობაში მიღებული საკვებიდან. ვახშამი შეიძლება იყოს ორი ტიპის:


1. ვახშამი.
- ასეთი ვახშამი უნდა იყოს დიდი რაოდენობის მცენარეული პროდუქტისაგან
- უკეთესია ბოსტნეულის წვნიანით დაწყება დასაშვები ბოსტნეულის გამოყენებით.
- უარყოფილ უნდა იქნეს ხორცისა და ძეხვის ნაწარმი, უკეთესია მათი შეცვლა თევზით ან კვერცხით.
ცილა-ნახშირწყლებიანი ვახშამისათვის პროდუქტების ჩამონათვალის მაგალითი: თევზი, ფრინველი, სოკო, ხორცი, პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ყველი.

2. ცილა-ნახშირწყლებიანი ვახშამი ვახშამი.
- ძირითადად შეიცავს ნახშირწყლებს
- არ უნდა შეიცავდეს ცხიმებს.
- ცილა-ნახშირწყლებიანი ვახშამისათვის პროდუქტების ჩამონათვალის მაგალითი: ბადრიჯანი, პომიდორი, მწვანე სალათა, ყვავილოვანი კომბოსტო, ლობიო, ცერცვი. უცხიმო ხაჭო ( 0% ცხიმის შემცველობით).
პირველი ფაზა გრძელდება იმდენ ხანს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ იდეალურ წონას, შემდეგ იწყება მე-2 ფაზა. წონის შენარჩუნების ფაზა, რომელიც გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. ფაზის ორი ძირითადი პრინციპი.

იშვიათად შეიძლება მიიღოთ “ცუდი” ნახშირწყლები ცხიმით, მაგრამ საკვებთან ერთად მიიღეთ სალათა.
არ მიიღოთ შაქარი, შაქრის ფხვნილი, თაფლი, მურაბა და კანფეტი, მიიღეთ შაქრის შემცვლელები.
არ მიიღოთ მარცვლეულის პროდუქტები.
საუზმეზე მიიღეთ უხეშად დაფქული ფქვილისაგან დამზადებული პური. სადილზე და ვახსნად შეზლება მიიღოთ პური მხოლოდ ყველით.
თავი შეკავეთ წვნიანისაგან, რომელიც შეიცავს ფქვილს.
კარაქი შეცვალეთ მცენარეული მარგარინით, განსაკუთრებიღ საუზმეზე. მიიღეთ რძე.
მიიღეთ დიდი რაოდენობით თევზი.
შაქრიან დესერტთან იყავით ფრთხილად. მიირთვით მარწყვი, ჟოლო და კენკრა.
შეიძლება მიიღოთ შოკოლადი, ნაყინი და დაჟეჟილი ქლიავი, მაგრამ ზომიერად.
თავი შეიკავეთ ნამცხვარისაგან, რომელიც შეიცავს ფქვილს, ცხიმებს და შაქარს.
უპირატესობა მიანიჭეთ ხილის და კვერცხისაგან დამზადებულ მასას ან კრემს სიტკბოს გარეშე.
არ მიიღოთ ალკოჰოლი მშიერ კუჭზე. სადილის წინ უპირატესობა მიანიჭეთ მშრალ ღვინოს ან შამპანურს, მაგრამ წინასწარ მიირთვით ახალი ბოსტნეულის სალათა, ყველი, ძეხვის ნაჭერი ან კიპორჩხალის ჩხირები.
დიეტის დროს მიიღეთ წყალი ან ღვინო, არაუმეტეს 0,5 ლ დღეში. არ მიიღოთ წყალი ღვინოსთან ერთად.
წყალი სვით საკვების მიღების შუალედებში (დღეში 0,5 ლიტრი).
ღვინის დალევის წინ მიიღეთ საკვები.
არ მიიღოთ შუშხუნა სასმელები, კოკა-კოლა და ლიმონათი.
მიიღეთ ყავა კოფეინის გარეშე, ან სუსტი ყავა, ან ჩაი.

მონტიაკის დიეტა ჰგავს ქულების დიეტას. მონტიაკს აქვს დაყოფილი პროდუქტები ცუდ და კარგ საკვებად, აგრეთვე მინიჭებული აქვს ქულები:


ხორბლეული
110
გლუკოზა 100
შემწყვარი/გამომცხვარი კარტოფილი 95
თეთრი პური უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან 95
კარტოფილის პიურე 90
თაფლი
90
სტაფილო 85
ბურბუშელა, ბატი-ბუტი 85
შაქარი 75
თეთრი პური საშუალო ხარისხის ფქვილისაგან 70
მიუსლი შაქრით 70
რძიანი შოკოლადი 70
მოხარშული კარტოფილი 70
ფეჩენია და ბისკვიტი 70
სიმინდი 70
თეთრი ბრინჯი 70
სერი და შავი პური 65
ჭარხალი 65
ნესვი 60
ბანანი 60
ჯემი 55
თეთრი ფქვილისგან დამზადებული მაკარონის ნაწარმი 55
მსხვილად დაფქული ხორბლის პური 50
გაუფცქვნელი/ყავისფერ ბრინჯი 50
გოროხი 50
მიუსლი უშაქროდ 50
ჰერკულესი 40
ნატურალური წვენი - უშაქრო 40
ჭვავის პური 40
წიწიბურას ფაფა 40
მსხვილად დაფქული ხორბილსგან დამზადებული მაკარონის ნაწარმი 40
ლობიო 40
რძის პროდუქტები 35
მშრალი ცერცვი 30
ხილი 30
დაკონსერვებული ხილი - უშაქრო 25
შავი შოკოლადი 22
ფრუქტოზა 20
სოიო 15
მწვანე ბოსტნეული, პომიდორი < 15
ლიმონი
< 15
სოკო < 15


ცუდ პროდუქტად ითველება ის პროდუქტი, რომელსაც აქვს 50 და მეტი ქულა. პირველი ეტაპის დროს ისინი მთლიანად უნდა იყოს ამოღებული კვების რაციონიდან, ხოლო მეორე ფაზის დროს ძალიან მხირე რაოდენობით შეიძმება იქნეს გამოყენებული.

20-50 ქულის მქონე პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუკი არ მოხდება მათი მიღება ცხიმებთან ერთად.

20 და ნაკლები ქულის მწონე პროდუქტების მიღება შეიძლება ნებისმიერ რაოდენობით და ყველაფერთან ერთად.

ნანახია 9319-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(5):

25.02.15 15:08 lalikoo
https://www.facebook.com/profile.php?id=100008450267907 აქ დამამატეთ და გავამხნევოთ ერთმანეთი დიეტური ბლოგია
23.10.09 20:40 pikria_5
სხეულის კორექცია,წონაში დაკლება,ცელულიტის დაშლა გარანტიით!!!კანის და მოდუნებული კუნთის გამკვრივება,სტრიები,მასაჟი თაფლით,ვაკუუმით,ანტიცელულიტური კრემებით,კლასიკური ვარჯიშებით,სწორი კვების შერჩევით,მობ.858108986.ტელ.959636
26.02.09 14:10 mari vaar
როგორი დიეტაა???????

11.02.09 11:44 nuka
გამარჯობა ჩემო კეთილო ხალხო, დიდი ხანია არ ვყოფილვარ ამ საიტში, გამდიდრებულა დიეტებით და ძალიან მიხარია. გავიგე რომ ქალაქს ყავს ძალიან კარგი დიეტოლოგი, ნატა გაგუა, ხომ არავის უმკურნალებია მასთან? რა მეთოდით მკურნალობს? სად ღებულობს? მოკლედ ყველაფერი რაც იცით ამ პიროვნების შესახებ. წინასწარ გიხდით მადლობას
11.02.09 11:44 nuka
გამარჯობა ჩემო კეთილო ხალხო, დიდი ხანია არ ვყოფილვარ ამ საიტში, გამდიდრებულა დიეტებით და ძალიან მიხარია. გავიგე რომ ქალაქს ყავს ძალიან კარგი დიეტოლოგი, ნატა გაგუა, ხომ არავის უმკურნალებია მასთან? რა მეთოდით მკურნალობს? სად ღებულობს? მოკლედ ყველაფერი რაც იცით ამ პიროვნების შესახებ. წინასწარ გიხდით მადლობას
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია